სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრი გარკვეული სოციალური ჯგუფის,ეროვნების, რასის, კულტურის ან პიროვნების მიმართ, ანუ მოსაზრება, რასაც ეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი. ხშირ შემთხვევაში იგი არის წინასწარ შექმნილი უარყოფითი წარმოდგენა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი ხალხთა შორის და დისკრიმინაცია. იგი ვიღაცის დაუსაბუთებელი უბრალო ნათქვამია… ადამიანები, არც კი ეძებენ დამტკიცებას, პირდაპირ სჯერათ არსებული მოსაზრების…უარყოფით სტერეოტიპებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ინდივის ცხოვრებაზე, მაგალითად შესაძლებელია ამ სტერეოტიპის შედეგად კონფლიქტი მოგივიდეს სხვებთან, და ზიზღი გვქონდეს სხვა ხალხის მიმართ, რაც უსაშინელესი გრძნობა და თვისებაა ადამიანში. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭიროა ამგვარი სტერეოტიპის დაძლევა, ამ შემთხევაში კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა ამისთვის არის ურთიერთობა იმ ხალხთან კონტაქტის დროს, უკვე ხვდები რამდენად ჭეშმარიტია, უმრავლესობის მოსაზრება იმ ხალხის მიმართ სტერეოტიპები არ არის მხოლოდ და მხოლოდ განსხავებული რასისა და ხალხის მიმართ, არსებობს გენდერული სტერეოტიპებიც, მაგალითად, თუ კი ამბობ, რომ კაცები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ქალები ეს უკვე ითვლება სტერეოტიპად, ანუ შენ არ ხარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა, მაგრამ ასე ამბობ, რატომ? იმიტომ, რომ წინასწარ გაგონილი გაქვს, და რამოდენიმე ცოცხალი მაგალითიც გინახავს, და ამბობ, რომ ყველა კაცი ნებისმიერ ქალზე ძლიერია… ასეთი სახის გენდერული სტერეოტიპებიც უნდა დავძლიოთ, რადგანაც ამით შეურაცყოფას ვაყენებთ სხვადასხვა პროფესიის ქალებს ვფიქრობ, რომ ძნელია, იპოვო ისეთი ადამიანი რომელიც არ ეთანხმება რაიმე სტერეოტიპს, მაგრამ ბევრია ისეთი პიროვნებები, ვისაც ცრურწმენები არ გააჩნიათ.
იღბალი, ბედი, მომავალი, ყველაფერ ამას ზოგიერთი ადამიანი შეიძლება აკავშირებდეს ცრურწმენებთან. ცრურწმენა არის ირაციონალური, აბსურდული შიში იმისა რომ მოქმოდებები ან მოვლენები რომლებიც აწმყოში ხდება შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის მომავალზე. მთელს მსოფლიოში ყველა ქვეყანას აქვს თავისი განსაკუთრებული ცრურწმენები ბევრი მათგანი უკვე ათასობით წელი არსებობს.
მაგალითი ზოგიერთი ცრურწმენებისა რომლებისაც დღემდე ძალიან ბევრ ადამიანს ღრმად სჯერა: 1)მაგალითად თუ შეეხები რომელიმე ხის კონსტრუქციას შეიძლება შენი მომავალი იღბლიანი აღმოჩნდეს. 2)მარილის დაყრა მარცხენა მხარზე შეიძლება ნიშნავდეს კარგ იღბალს, ეს ცრურწმენა მოდის იქედან რომ ეშმაკი ადამიანს აზის უკან მარცხენა მხარზე და მარილი მას სახეში ეყრება. 3)წამწამის პოვნის შემთხვევაში თუ მასზე სურვისლს ჩავიფიქრებთ და შემდეგ სულს შეუბერავთ ეს სურვილი აუცილებლად აგვისრულდება. 4)ცხენის ნალის სახლის კედელზე ჩამოკიდვის შემთხვევაში კარგი იღბალი შეკავდება ნალს შორის და ჩვენი იღბლიანობა სამუდამოდ გაგრძელდება. ზოგიერთ ქვეყანაში სჯერათ რომ კურდრღლის ფეხის ჯიბეში შენახვა კარგი იღბალის მომტანია. 5)კიბის ქვეშ გავლა მომავალში შეიძლება უიღბლობის მომტანი იყოს. 6)ახალი წყვილი ფეხსაცმლის მაგიდაზე დადება მომავალში ცუდ ნიშნად ითვლება. 7)თითქმის ყველასათვის შავი კატა ეშმაკის სიმბოლოა და თუ შავმა კატამ წინ გადაგისწროთ შეიძლება მომავალში რაღაც ცუდი დაგემართოს, მიუხედავად ამისა ზოგიერთ ადამიანს გააჩნია სხვა შეხედულება შავი კატების მიმართ და ისინი მათ თვლიან იღბლიანი შარმის მომტანად. 8)ქოლგის სახლში გახსნა ზოგს მიაჩნია ძალიან ცუდ ნიშნად. 9)ნომერი “13”, ბევრს სჯერა ამ ციფრის უიღბლობის, თუ თვის მეცამეტე დღე პარასკევს დაემთხვა ზოგიერთი ადამიანი ამ დღეს სახლიდან გასვლაზე თავს იკავებს. 10)ჩინეთში რიცხვი 4 ითვლება ძალიან უიღბლოდ იმიტომ რომ ჩინურ ენაში ციფრი ოთხი ისევე წარმოითქმება როგორც სითყვა სიკვდილი. 11)ჩინეთის სახლებზე სიტყვა “იღბალი” ჩამოკიდულია უკუღმა იმისათვის რომ კარგმა იღბალმა სახლიდან არ გაიქცეს. 12)ბრაზილიაში სჯერათ რომ თუ ფინჯანში შაქარს ყავაზე ადრე ჩაყრი მომავალში მდიდარი იქნები. 13)ტაილანდში ციფრი 6 ითვლება უიღბლობის მომტანად იმიტომ რომ ამ ციფრს შეუძლია იღბლიანობის განადგურება. 14)იაპონიაში თეთრი გველის დანახვა კარგ ნიშნად ითვლება.
ჩვენს დღეებში ხალხი აღარ იღებს ცრურწმენებს ძალიან სერიოზულად, ზოგიერთი ხედავს ამაში სისუსტეს ან თავისი ნაკლის, სხვა რამეზე გადაბრალების გზას. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადამიანები რომლებსაც მრავალი ცრურწმენების სჯერა.
wyaro:aisha bedelis blogi http://pluralismgeo.wordpress.com/